ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია


ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის ფიზიკა-ქიმიის კაბინეტს გაუჩნდა ხანძარი დაიწვა დაახლოებით 25 კვადრატი. ადგილზე მუშაობს ხობის სახანძრო სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა.   ხანძარი ლოკალიზებულია.









 
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ფიზიკის კაბინეტის კედელი და ჭერი. ადგილზე მობილზებული იყო სახანძრო მანქანები და ცეცხლი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
როგორც „ლაივპრესს“ ნოჯიხევში მერის წარმომადგენლობის სპეციალისტმა რუსუდან ალანიამ განუცხადა, არ დაზიანებულა სასკოლო ინვენტარი. მისივე სიტყვებით, ხანძარი დილით ადრე გაჩნდა მაშინ, როცა სასწავლო პროცესი არ იყო დაწყებული. ადგილზე იმყოფებოდა სკოლის დარაჯი, რომელმაც შენიშნა დაკვამლიანება.

ფოტო: ხობი-ინფო