2019 წლის 18 დეკემბერს ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის კონკურსის ფარგლებში ჩატარდა, სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ეკომანი“-ს ორგანიზებით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენცია, თემაზე: ,,ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები“. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, საკომუნიკაციო და საჯარო გამოსვლების უნარის განვითარება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხეთის, საჯიჯაოს #2, ახალსოფლის საჯარო სკოლებმა და კერძო სკოლა ,,არეა“-მ.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მასზედ, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მომხესენებლად მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენციაში, ხოლო ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით გადაეცათ საუკეთესო პრეზენტატორს და ორგანიზატორ მასწავლებელ ბელა ქვარცხავას სამახსოვროდ წიგნი.
ეკოკლუბის ,,ეკომანი“-ს სახელით, ყველა მონაწილეს, ხელმძღვანელ მასწავლებელებს, სკოლის ადმინისტაციას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის და აქტიური მონაწილეობისათვის.
მიზანი:4 ; 15; 17