ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის
პროექტის ”მეტი
ნდობა სიკეთის გასაკეთებლად" ფარგლებში გამოცხადებული იდეების კონკურსის: „უსარგებლოდან სასარგებლომდე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
- ხიბულის
ახალგაზრდული
იდეა - ახალგაზრდული ცენტრის
კეთილმოწყობა
მეორადი
ნივთების
გამოყენებით
- საჯიჯაოს ახალგაზრდული ჯგუფის
,,აისის“ იდეა - სკოლის
ეზოში მეორადი ნივთების გამოყენებით სკვერის
მოწყობა
- ქარიატის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ეკოქარის“ იდეა - მეორადი ნივთების გამოყენებით სკოლის ინტერიერის გალამაზება და საახალწლოდ მორთვა
- ზემო ქვალონის ახალგაზრდული ჯგუფის იდეა - ,,ჩანაფიქრის ანარეკლი“ მეორადი მასალისგან ტურისტებისთვის სუვენირების შექმნა
- ხეთის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ტყის მცველების“ იდეა - სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა მეორადი ნივთების გამოყენებით
- ხობის N1 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ეკობავშვების“ იდეა - სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა და განახლება ქვებისა და მეორადი ნივთების გამოყენებით
- ხობის მოსწვლე-ახალგაზრდობის ცენტრის ,,ეკო-კლუბის“ იდეა - ცენტრალურ პარკში ქუჩის ბიბლოთეკის მოწყობა.
კონკურსის მიზანს ნარჩენების მართვასა და
გარემოსდაცვით
საქმიანობაში
ახალგაზრდების
მონაწილეობა წარმოადგენს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის
მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული იდეები
შპს „ფიგარომ“, შპს „მკურნალმა“, შპს ხობი 2005“-მა და „ხობიnews” -მა დააფინანსეს.