გამოიცა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას წიგნი „ხობის მუნიციპალიტეტი“ და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ობიექტების რუკა. გამოცემები სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული) და მათში მოცემულია ცნობები ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ბუნების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნი და რუკა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გამოიცა.