ხობის მუნიციპალიტეტის მერის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საახალწლო მილოცვები


ძვირფასო ხობელებო გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს.
ახალ წელს ვულოცავ ახალგაზრდებს! თქვენჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ! თქვენი წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!
განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. მომავალი წელი სამშობლოში თქვენი დაბრუნების წელი ყოფილიყოს.
მიმდინარე წელი, ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტისთვის. განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი - კეთილმოეწყო გზები, პარკები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, გაზიფიცირდა სოფლები.შესაძლებელი გახდა წამოგვეწყო მსხვილმასშტაბიანი პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, ხობი მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი იქნება!
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას და უკეთესი მომავლის რწმენას. მჯერა,  ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით და შრომით შევქმნით უკეთეს მომავლს.

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი



ძვირფასო ხობელებო, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახისათვის დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი.
ქართველი ხალხისათვის ახალი წელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვინაიდან, ეს ასოცირდება უკეთესობისაკენ მუდმივ სწრაფვასთან საუკეთესო შედეგების მისაღწევად. საქართველო, ამ მხრივ, ისტორიულად მყარად დგას უძველეს ტრადიციებზე. ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ცივილიზაციაში და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ, ამ გენეტიკურმა ძალამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენი მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლაში, რათა ვაშენოთ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თანამედროვე დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროში. ქართველი ერის ევროპული არჩევანი არის არა პოლიტიკური, არამედ ცივილური არჩევანი, რომლის ისტორიულ გზაზე ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების სიღრმიდან მოდის და დღესაც, როგორც არასდროს, ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის მნიშვნელოვანია ევროპული თანამეგობრობის მხარდამჭერი პოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქსირდება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ორმაგად სასიხარულოა, რომ ახალი 2020 წლის შემობრძანებას დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეობა. დაე, ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების წელი!

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.