პროექტი „ქუჩის რაგბი“ ხობში (ვიდეო)


საქართველოს რაგბის კავშირის პროექტიქუჩისრაგბიდიდი ხანია დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და ამ უქმეებზე ხობს ეწვია.
  21 დეკემბერს, მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნები ხობს სტუმრობდნენ და ცენტრალურ სტადიონზე ხობის, მარტვილის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა გუნდებს ქუჩის რაგბს წესები გააცნეს.
 ტრადიციულად, თავდაპირველად გამოცდილმა მორაგბეებმა იბურთავეს, წესების გაცნობის შემდეგ კი, თამაშში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ.
ხობში ქუჩის რაგბის“ ტრადიციად ქცევის მიზნით, ნორჩ მორაგბეებს საჩუქრად ბურთებიგადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.