ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სერვისების ელექტრონული სისტემის (PMS) დანარგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
🔹სამუშაო შეხვედრას მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) და შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔹გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო პროექტი: „დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“.
