ანა შამათავა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია

25 დეკემბერს, მწერალთა სახლში ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი დიდი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა
კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჟიურიმ, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგებოდა, შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია. გაიცა სამი პრემია და ცხრა წამახალისებელი პრიზი 

ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან: I პრემია - თეა ჭელიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა II პრემია - გიგი მირზიაშვილი, მცხეთის N1 საჯარო სკოლა III პრემია - ანა შამათავა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა 


წამახალისებელი პრიზები (მაღაზიების „ალტა“ და „ბიბლუსი“ 100 ლარიანი ვაუჩერები) გადაეცა ყველა ფინალისტს.