თორსის გზაზე ბეტონის საფარი დაიგო


ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 
✔ 1.6-კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი
✔ ამოიწმინდა სანიაღვრე არხები
✔ მოეწყო რკინა-ბეტონის მილები
✔ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 587130 ლარი შეადგინა
   2018 წელს, თორსა-დღვაბაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება) განხორციელდა.