„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 60 პროექტი განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 776000 ლარის ღირებულების 60 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
 გარემონტდა საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, მოეწყო გარე განათება, სკვერები და ხიდბოგირები. აშენდა და გარემონტდა მოსაცდელები, შემოიღობა სასაფლაოები, ხოლო ბეტონის საფარი დაიგო სასოფლო გზებზე.
მოსახლეობამ პროექტები დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე თვითონ შეარჩია.


facebook/ხობის მუნიციპალიტეტის მერია