30 დეკემბერს გამართულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის
მთავარი ფინანსური დოკუმენტი: ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა.
ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს - სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.
ბიუჯეტის შემოსავლები 10 მილიონ 92500 ლარით განისაზღვრა.
სხდომაზე,
ასევე დამტკიცდა „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ და
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამები.
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამას დაემატა ორი
ქვეპროგრამა, კერძოდ: აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ გაიცემა
300-300 ლარი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შინმოვლის თანადაფინანსება.
საკრებულოს
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის
მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერმა გ. ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს დამდეგი
შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ. მერმა 2019 წელს სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე და ეკონომიკის სფეროში დაგეგმილ
პროექტებზე ისაუბრა. საკრებულოს, 2019 წლის ბოლო სხდომა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერების შემდეგ დახურულად გამოცხადდა.