მერმა, ხობში მცხოვრებ 113 წლის ქალბატონს ახალი წელი მოულოცა

გურიფულში მცხოვრები 113 წლის თამარა ჯალაღონია

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, გურიფულში მცხოვრებ 113 წლის თამარა ჯალაღონიას, საჯიჯაოში მცხოვრებ, 103 წლის ვერა კაკუჩაიას, ახალ ხიბულაში მცხოვრებ 103 წლის პაუსია ჯიშკარიანს  და ქ. ხობში მცხოვრებ, 102 წლის შუშანა გიგიბერიას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, სადღესასწაულო ნობათი გადასცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველწლიურად, სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამიდან 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს პირად ანგარიშზე ფულად თანხას ურიცხავს.




ახალ ხიბულაში მცხოვრები 103 წლის პაუსია ჯიშკარიანი

საჯიჯაოში მცხოვრები 103 წლის ვერა კაკუჩაია

ქ. ხობში მცხოვრები 102 წლის შუშანა გიგიბერია