დაჩი ბერაია - ოპოზიცია ხედავს, რომ შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას
Posted by
khobi-info
on
- Get link
- X
- Other Apps
ოპოზიცია ხედავს, რომ არანაირი შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების, პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, აქციაზე დაცული იქნება სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის უფლება.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩატარდება პლენარული სხდომა, როგორც ხედავთ, პარლამენტში ვარ და მზად ვარ, სხდომას დავესწრო. ამასთანავე, დაცული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ისინი ხედავენ, რომ არანაირი შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების, პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათი მიზანი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ თუ ამის რესურსი აქვთ. 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. გვახსოვს როგორ ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები, იყო ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა, იყო დაშინებები, იყო ხალხის დატერორება. დღეს არც ერთი ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს, შეუძლიათ, მშვიდად მოემზადონ არჩევნებისთვის დააფიქსირონ თავისი რეიტინგი“, – განაცხადა ბერაიამ.
- Get link
- X
- Other Apps