ხობში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველი პარტიის ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს, ენმ-ის წევრებს ბოქლომი წაართვეს და სიმბოლურად ცოცხები შესთავაზეს.
„ხობის მაჟორიტარი დაჩი ბერაია არის რაიონის სირცხვილს. ბიძაშვილ-მამიდაშვილის კანტორად რომ აქცია აქაურობა და ვითომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგა, დავაბოქლომებთ მაინც", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ია ჯიშკარიანმა.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს
ხობში, „ქართული ოცნების“ შტაბთან ხმაური იყო. ადგილზე აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ ხობის შტაბში, სადაც ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროა განთავსებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შტაბის კიბის სახელურზე ბოქლომის ჩამოკიდებას და ასევე „სირცხვილია“ – წარწერით სტიკერის გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულებულია.
ხობში მაჟორიტარის ბიუროსთან აქტივისტებს ორი ცოცხი დაახვედრეს
ხობის მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველს“ ოფისთან „ენმ“-ს წარმომადგენელს ია ჯიშკარიანს სურდა კარზე ბოქლომი დაედო, თუმცა მას ამის საშუალება მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს და ორი ცოცხი დაახვედრეს.
შეგახსნებთ, დილით,ასევე, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, რომელიც სხვადასხვა სამსახურებთან ერთად ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ბიუროს კარებზე ბოქლომის დადება უნდოდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა და იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა, მათ შორის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ავტორი: თეა შონია
ენმ-ს წარმომადგენელებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან 2 ცოცხი დაახვედრეს
ხობში, “ქართული ოცნების“ შტაბთან ხმაური იყო.
“ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ია ჯიშკარიანი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, “ქართული ოცნების“ ხობის შტაბში მივიდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროა განთავსებული.
აქციის მონაწილეებმა ოფისის კარზე ბოქლომის დადება ვერ შეძლეს, რადგან ბერაიას მხარდამჭერებმა ადგილზე ორი ცოცხი დაახვედრეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.
წყარო: http://kvira.ge/519700
წყარო: http://kvira.ge/519700