ხობის ელექტრონული არქივი განაგრძობს რუბრიკას „ხობელები“ ამჟამად გავიგოთ 25 წლის ხობელი ქრისტინე გერგაიას შესახებ, რომელსაც ჩინეთის რესპუბლიკაში საკუთარი ღვინის მცირე ბიზნესი აქვს.
ქრისტინე გერგაია, ( 1994.04.21) დავიბადე ქალაქ ხობში, უმაღლესი განათლებით ინგლისური ენა და ლიტერატურის სპეციალისტი, ასევე ვსწავლობდი საზღვარგარეთ, რათა მიმეღო ენის პრაქტიკა და გამოცდილება, რაც დადებითად აისახა ჩემს სამომავლო საქმიანობაში.
24- წლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი წავსულიყავი ჩინეთში და მემუშავა ინგლისური ენის პედაგოგად, თუმცა, სულ მცირე დროში, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, შანხაიში ცხოვრების დროს, ჩავერთე სხვადასხვა ღონისძიების წარმართვაში, გუანჯოუს ყველაზე დიდი საგამოფენო დარბაზში შევქმენით ქართული კუთხე და წარვადგინეთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, გავიცანი ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და გავიჩინე ბიზნეს პარტნიორები, რომლებთან ერთად შევქმენი ღვინის მცირე ბიზნესი. ამჟამად ქართულ პროდუქციას ვუწევ პოპულარიზებას და ღვინის ექსპორტს ვახორციელებ საქართველო-ჩინეთის მიმართულებით.
ამ კუთხით გვაქვს დიდი გეგმები, რადგან ღვინის კულტურა ახალი და საინტერესოა ჩინური ბაზრისთვის. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქციის რეალიზება, ვაწარმოო საკუთარი პროდუქტი. ამავდროულად ვმუშაობ საკუთარი ბრენდის შექმნაზე და ვცდილობ ქართული ნაწარმი გავხადო მოთხოვნადი დიდ ჩინურ ბაზარზე.
სამომავლოდ ჩინელ პარტნიორებთან ერთად ვაპირებ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის იმპორტირებას საქართველოში, რაც მიზნად ისახავს, უხრწნადი პოლიეთილენის ჩანაცვლებას ბიო პროდუქციით, რომლებიც უსაფრთხო და ჯანსაღი იქნება ჩვენი გარემოსთვის.
ჩვენის მხრივ ის დაგვრჩენია წარმატეტები ვუსურვოთ ქრისტინეს ახლად დაწყებულ საქმიანობაში.
http://frontnews.eu/news/ge/57929/?fbclid=IwAR3V_32_jQGHVAxgZfY8V05vnUaU0UAKndbnqckI9_uK11iMzZbgn8XBfc8
http://frontnews.eu/news/ge/57929/?fbclid=IwAR3V_32_jQGHVAxgZfY8V05vnUaU0UAKndbnqckI9_uK11iMzZbgn8XBfc8