საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი ტარიელ გელანტია დაკრძალეს (ვიდეო)


საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ტარიელ გელანტია დღეს, გერმანიაში დაკრძალეს.
ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტარიელ გელანტიას სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღვლინა. ხოლო, ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. ტარიელ გელანტიას ხსოვნას პატივი მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს.
 სამგლოვიარო მიტინგს ხობისმუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა პლეადას კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა. ბატონი ტარიელი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ადამიანი იყო. ის, მტკიცედ იდგა საქართველოს სადარაჯოზე და აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას ეროვნულ იდეალებს.
გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას სამაგალითო ადამიანის, ტარიელ გელანტიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, თანამოაზრეებს და ხობს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტარიელის სული!“ - აღნიშნა მერმა.
ტარიელ გელანტია 1978-1990 წწ.  ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, დოქტორი; 1983-1990 წწ.  1991-1992 წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1991-1992); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).




















































ლევან ხოფერიას მიერ მოწოდებული ფოტო მასალა













უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ბატონ ტარიელს, იქ, სადაც მართლები განისვენებენ. სატირალია უმადურობა, უყურადღებობა, გულგრილობა, რასაც ვიჩენდით წლების მანძილზე ამ დიდი პიროვნების მიმართ. სამწუხაროდ  ჩვენმა ქვეყანამ ვერ გამოიყენა მისი ცოდნა  და გამოცდილება,  არადა რამდენი  სასარგებლო საქმის გაკეთება თუ რჩევის მიცემა შეეძლო. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს,  ხობის ღვთისმშობელმა გაგაძლიეროთ ჩვენო ტკბილო ახლობლებო.  ვინც მობრძანდა იმ დღეს ხობის სამების ტაძარში მამა ზაქარიას მიერ გადახდილ პანაშვიდზე, ცოტნეს პარკში სამგლოვიარო მიტინგზე, ბატონი ტარიელის მშობლების საფლავზე და ტრაპეზზე მურმან გელანტიას ოჯახში, ვინც დაამწუხრა ტარიელ გელანტიას გარდაცვალებამ,  ყველას შეუწიროს უფალმა სიყვარული, პატივისცემა და თანადგომა. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი შონიას, ჩვენს სასიქადულო მემატიანეს ამ ლამაზი ფილმისთვის!





ფოტო საოჯახო არქივიდან
პოლიტიკა











































































ოჯახი