ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება

✔ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბულიწყუში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს
✔სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად გაეცნენ
✔პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 114880 ლარს შეადგენს
✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
✔ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა
✔ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობისთვის 2100000 ლარი გამოუყო.