31 ოქტომბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მწერალ ლაშა გვასალიას მოთხრობის „ჯასტაგანი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი მაყურებელს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებულმა თეატრალური დასის ახალგაზრდა მსახიობებმა წარუდგინეს (ინსცენირება და დადგმა მანანა შამათავასი). სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მწერალი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.