Skip to main content
მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
- ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
- მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
- წელს ხობის მუნიციპალიტეტში 145 პროექტი განხორციელდება, რაზეც 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარემონტდა სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, აშენდა ხიდები და ხიდბოგირები; ხოლო, პროექტების ნაწილი მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყოველივე ეს კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგია - აღნიშნა მერმა
- შეხვედრას ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ
- მერი 1 ნოემბერს, 13 საათზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგენს.