რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, წარმატებული გამოდგა ხობელი მკლავჭიდელების ასპარეზობა (მწვრთლელი კობა თუთბერიძე). მარჯვენა მკლავში 16 წლიანებში - საბა დანელია 55 კგ.წონით კატეგორიაში და საბა ლატარია 60 კგ.წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ვერცხლის მედალი 18 წლიანებში 55 კგ. წონით კატეგრიაში გოგა დანელიამ აიღო ხოლო ახალგაზრდებში ჩემპიონი 60 კგ. წონით კატეგრიაში დათუნა ჟიშკარიანი და 65კგ. წონაში გულადი (დიტო) ბუკია გახდნენ. მარცხენა მკლავში, 16 წლიანებიდან, 60 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ხობელი საბა ლატარია გახდა. 55კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი საბა დანელიამ მოიპოვა, ხოლო ახალგაზრდებს შორის გამართულ შეჯიბრებაში 65 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალის მფლობელი გიგა კოდუა გახდა.
,,ხობის ელექტრონული არქივი,,ულოცავს ხობელ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.