31 ოქტომბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მწერალ ლაშა გვასალიას მოთხრობის „ჯასტაგანი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლს მაყურებელს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასი წარუდგენს. სპექტაკლი 16 საათზე დაიწყება.