ხობის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურის, სიმინდის მოსავლის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 22 ოქტომბერს, პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო და ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა, საკრებულოს წევრმა აკაკი ხურცილავამ და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა დავით ღადუამ. ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნათესის რაოდენობა 4700 ჰექტარზე დაახლოებით 12500 ტონას შეადგენს.