ხობელები მედიამუზეუმის 5 წლის იუბილეზე


     
25 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში,  ,,არტ-გალერეაში  მედიამუზეუმის 5 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით  ჟურნალისტებთან, პოლიგრაფისტებთან, ფოტოკორესპონდენტებთან   შეხვედრა და  მეზეუმის ექსპონატების გამოფენა მოეწყო.
   გამოფენაზე ბეჭდური მედიასაშუალება, მათ შორის, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთების მემატიანე, პოლიგრაფია,  მოსაწვევი ბარათები, ქების სიგელები, უხმო ვიდეოაპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და ძველი სხვა ნივთები გამოფინეს.   ეკრანზე ჟურნალისტების შესახებ დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი.
   გამოფენაზე სიტყვით გამომსვლელებმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესებში მათი როლის  შესახებ ისაუბრეს.
     როგორც მუზეუმის დამაარსებელმა მარინე დამენია  აღნიშნა - ,,ექსპონანტებს 20-წელზე მეტია ვაგროვებ. ამ საქმიანობის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის ჟურნალისტების ნამუშევრების გაცნობაა, საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ჟურნალიტები, რომელსაც მომავალი თაობა უნდა იცნობდეს“.
    ღონისძიებას, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად,  ხობის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები, ფოტოკორესპონდენტები  და  პოლიგრაფისტები   ესწრებოდნენ.
   ავტორი: ირინა ფილიპია