საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის იუბილე აღნიშნეს


  
 ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. სკოლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
   საიუბილეო თარიღი დამსწრე საზოგადოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ  მიულოცეს.