ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ დაიწყო (video)



   23 სექტემბერს, ქალაქ ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – 
#Be Active) დაიწყო. კვირეული, ცენტრალურ პარკში, ფლეშმობით გაიხსნა და მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში შეჯიბრებით გაგრძელდა.
“ევროპის სპორტის კვ
ირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
ევროპის სპორტის კვირეულიიმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა.
კვირეულის გახსნას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა დახობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრისორგანიზებით ხორციელდება.