ქვალონელი ბერი (დიდისქიმმონაზონი) ონისიფორე ფაჩულია

მამა ონისიფორე (ერობაში უთუთი) ფაჩულია დაიბადა სოფელ ქვალონში (ხობის რაიონი). მას ჰყავდა ორი და ერთი უმცროსი ძმა ჯამულეთი. მათ ადრე მოუკვდათ მამა და დარჩნენ ობლად დედის ხელში. ონისიფორემ დაიწყო სიარული მაშინდელ ჩინებულ ქალაქ ყულევს (რედუტკალე). აქ მან დაუღალავის შრომით მოიმარჯვა ხელი და დაობლებული ოჯახი რიგიანად გამოაწყო და ფეხზე დააყენა. ცხოვრების მოტრფიალე ონისიფორე ლხინში ატარებდა დროს: იშვიათად გავიდოდა ისეთი დღესასწაული, ონისიფორეს ოჯახში ნადიმი არ ყოფილიყო გამართული. პატიჟობდა სოფლელ მეზობელთ და ლხინობდა ყოველ დღესასწაულ დღეს. ასეთი ცხოვრება გაატარა მან ორმოცი  წლის ჰასაკოვანებამდე უქორწინებელად და საკვირველი ესე არს, რომ ესოდენ წლის განმავლობაში ასეთმა მოთამაშე და მოქეიფე ყმაწვილმა კაცმა დაიცვა თავი ქალთაგან წმიდად და შეუგინებლად. ბოლო მეორმოცე წელს ხანში შესულ კაცს მოევლინა ზეგარდამო მადლი და გაუჩნდა აზრი ახალ და უცხო ცხოვრების მიღებისა. რომლისა გამო შთავარდა იგი ფიქრებში და იბრძოდა ორთა საყვარელთა სურვილთა შორის: ერთის მხრივ იზიდავდა სოფელი ესე თავისი ბუნებრივი მშვენიერებით და მეორეს მხრით, ახალი აზრი საუკუნო დაუსრულებელ დიდებისადმი აღუფრენდა გულსა და ასე რაოდენიმე დრო იბრძოდა თავის თავად, მხოლოდ განუცხადებლად სხვებისა. ბოლოს სძლო სურვილსა სოფლის თვალთ-მაქცობითი მშვენიერებისასა და განაჩინა შედგომა ქრისტესი სოფლის განშორებით. მსწრაფლ შეიცვალა სოფლის მოტრფიალე ყმაწვილი გული ონისიფორესი და იქმნა მოტრფიალე ზეცის გვვირგვინისა. ეს იყო შობის წინა მარხვაში 1870 წ.
გათენდა რა დღესასწაული შობისაონისიფორემ მოიწვია ჩვეულებრივად საზოგადოება და ბრწყინვალე დღესასწაული მათთან ლხენა ქეიფით გადაიხადაახალწელსაც ასევე მოიქცალხინობდაქეიფობდა, თამაშობდა, -მაგრამ ამგვარი ქცევა ონისიფორესი მხოლოდ გარეგანი იყონადიმს იხდიდა გამოსათხოვარსგულში კი მსოფლიოს წარმავალს ესალმებოდა და ახალ ცხოვრებისაკენ მიისწრაფოდამოიწია დღესასწაული ნათლისღებისაელიან ონისიფორესაგან მეზობლები მოწვევას და მასთან ლხენა-ქეიფისათვისმისი გონება და გულიმისი მთელი არსება მხოლოდ ახალ ცხოვრებაში დასავანებას შესდგომოდაგათენდა დღესასწაული ნათლისღებისაონისიფორემ  ყველა მისიანი წინათვე გაისტუმრა ეკლესიაში და დარჩა მარტოდ შინგაისმა ზარის ხმა და ონისიფორე მაშინვე ადგაგაიხადა ყოველივე საერო ტანისამოსი და ძონძი შეიმოსასარტყლად ღომის ჩალა შემოირტყა და ფეხშიშველმა გასწია ეკლესიისაკენშევიდა შიგ და დადგა მაცხოვრის ხატის წინარა ჰქონდა საზღვარი იქ მყოფთა განცვიფრებასგუშინ ძვირფას ტანისამოსში თავმომწონე მოლხინედღეს ძონძებშემოსილისახე დაღვრემილიგლახაკად გადაქცეული მაცხოვრის ხატს შესჩერებოდამასში ხედავდა თავის სიცოცხლესთავის ბრწყინვალე მომავალსროცა გათავდა წირვაონისიფორე მიუბრუნდა საზოგადოებას და სამუდამოდ გამოეთხოვავის არ მოჰგვრიდა მწუხარებასა და ტირილს საღმრთო მადლით შეზავებული ონისიფორეს სიტყვებიმსმენელნი წუხდნენ და ტიროდენ მათი სოფლის ძვირფას წევრის ყველასთვის საყვარელ ონისიფორეს განშორებასრასაკვირველიაონისიფორეც ააღელვა მათმა ტირილმა და მწუხარებამგარნა ონისიფორეს გულს ქრისტეს სიყვარულის მგზნებარე ალი ეკიდებოდა და სოფლის სიყვარული ვერ შეცვლიდა მის  ახალსა და წმინდა ცხოვრების მწყურვალე გულს. 
ონისიფორემ იქვეეკლესიის ეზოშიფაცხა მოიღობა და დადგა მასშისადაც ერთი წელიწადი მყუდროებით გაატარა მჭიდრო მოღვაწეობითაქვე შეისწავლა მან ჟამნი და დავითნი.გათავდა ერთი წელი და ონისიფორემ განიზრახა განშორება უდაბნოდრათა სრულიად განმარტოებით თავგანწირვით ეღვაწა სათნოდ ღვთისაგამოირჩია მხეცთა სამყოფი ტყე-უდაბური ჭალადიდისაშემოზღუდა აქ რამოდენიმე ქცევა ადგილი თავის საკუთრება და შიგ პატარა ქოხი გაიშენახოლო ეზოს კარის ბჭესთან აღმართა საჯვარე ოთხ სვეტზე დაშენებულიმოაწყო ხატებით და აქ ყოველ დღე ილოცვიდა ქრისტეს ვნებათა გრძნობით გამსჭვალულიგარდა ლოცვის დროისაარა უქმობისათვისსაგნად ჰქონდა აღებული ყანის მუშაობათავის ეზოში იგი თოხით მარადის მოუსვენებლად მუშაობდა სოფლის მოშორებულიჯანით გმირი ონისიფორე არაფერს ზოგავდა სულიერი წარმატებისთვისმთელი მისი ცხოვრება მოტყინარე ცეცხლი იყო ქრისტეს სიყვარულისაშრომა და ჭირიტანჯვა და მწუხარება ცხოვრების გზაზე მისთვის ნეტარება იყო და მადლობით  და სიხარულით ეგებებოდა მათიგი მზად იყო თვით სიცოცხლეც შეეწირა თავის საყვარელ ქრისტესთვის.აი მაგალითიც მის განუზომელ ქრისტეს სიყვარულისა და მისთვის თავის დადებისა.
ამ უდაბურ ტყეში დგომის პირველ წელსთომას კვირიაკესის ჩვეულებრივ შევიდა თავის სამლოცველო საჯვარეშიდააჩოქა და დუმილით შეჰყურებდა რაოდენიმე  ჟამს ქრისტეს ჯვარის ზიდვის და ჯვარცმის ხატსრომლის ხედვით იგი აღენთო ზეციური  ცეცხლით და მოისურვა დათხევა ჯვარცმულის წინ  სისხლისაგათალა ხის ორი შამფურიიშიშვლა ტანიაიღო ერთიმოიქნია მაგრად და დაიკრა მარჯვენა კუნთზე და ისე მაგრად შთაარჭორომ შამფური მეორე მხარეს გავიდააგრეთვე მარცხენა კუნთსაც მზგავსადვე მეორე შამფური შთაარჭო და ორივე ამოუღებლად დატოვა ხორცშიშემდეგ მარცხენა ყური ჩამოითალა ნახევრად დანით და ასე სისხლში აცურებულმა კვალად დაიჩოქა ხატის წინ და ილოცა ზე აღფრენილ გრძნობითცხელი ცრემლების გადმოფრქვევითშემდეგ ადგამოიპარსა წვერ-ულვაშიწარბებითავი და ყოვლად განშიშვლებულმა თავის შამფურ-სამსჭვალებიანად გასწია ქვედა ქვალონის ეკლესიისაკენსადაც დღესასწაულობდა საზოგადოება მის სავანიდაგანსამი ვერსტის მანძილზესაოცარი ესე მოვლენა ხალხის თვალის წინ  შეიქმნა საკიჟინედაესია ხალხიმაგრამ თუ ვინ არსვერავინ გამოიცნორადგან ყოვლითურთ შეურაცხყოფილი იყო სახე მისიქრისტე-აღდგა- მხოლოდ იმეორებდა და სხვას არას იტყოდაამ დროს დამან მისმან შენიშნა ფეხზე ძველი ჭრილობის ნიშანი და იკივლაუთუთი-უთუთი-!-როცა დამან იცნომამა ონისიფორე გაიქცა სწრაფად თავის სავანედხოლო საზოგადოება დარჩა გაოცებული.
ეს ამბავი იმ დღესვე მოაწია თეკლათის დედათა ახლად დაარსებულ მონასტერშისადაც წინამძღვრობდა ამ დროს სალომე თავდგირიძის ასული და მას შემწედ ჰყავდა ონისიფორეს დიდი მეგობარი აღათი სალაყაიას ასული (შემდეგში წინამძღვარე ათანასიამეორე დღესვე გაემართნენ ესენი მეუდაბნოელის სანახავადგონებდნენწყლულისა გამოავათმყოფი დახვდებოდათმაგრამ ნახესრომ ყანაში მარჯვედ აქნევდა თოხსა და განკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსაროცა იხილეს ნაბრძვილი სამსჭვალთა ყოვლად უწყლულოდ და უტკივრად. შეიძლება ვინმემ ცდომილ მოქმედებად დაისახოს ონისიფორეს ასეთი უმაგალითო მოქმედებამაგრამ ვინც დაუკვირდება და გაიცნობს საღმრთო მოქმედების ძალასიგი ნახავსრომ ონისიფორე ცეცხლსავით აღტყინებული გულით მლოცველი ჯვარცმის წინ გაუტაცნია ქრისტესადმი ნაცვალ სიყვარულის ჩვენებას და იმსჭვალავს შამფურით ხორცსაიხოკს პირისახესიშიშვლებს სარცხვინელ გვამს და მით გადარეულ წესთა სიყვარულის ძალით უარყოფს მსოფლიო ყალბ თავმომწონე და მომფერებელ ცრუ მხედველობას და სამაგალითოდ განკიცხვისა და თავდამცირების ძალმოსილებით გარბის იგი შეკრებულ ხალხისაკენ.
როგორცა ვთქვითსაგნად არა უქმობისა აიღო ონისიფორემ შემუშავება ყანისა და ხეებისაშეუძლებელია სიტყვით გადმოცემა მისი სამაგალითო შრომისათუ ვითრი მტერი იყო ხორცთა განსვენებისამუშაობა მისი ყველას უკვირდახანდისხან იგი ვინმე გაჭირვებულს რომ დაეხმარებოდაორი კაცის შრომის ტოლა გამოდიოდა მისი ნამუშევარიწელიწადში ოთხას ფუთ სიმინდს დათონხნიდა და მოიწევდააგრეთვე ჭრიდა დიდროვან ხეებსზოგს ფიცრად თლიდაზოგს ყავრად ხდიდაზოგა მესრებად აპობდა და ზოგს შეშად აყორებდამისი შეხედვა ამ მუშაობის დროს საოცრება რამე იყო სწორედტანი სანახევროდ შიშველი უჩანდარადგანაც დაბებკვილი ტომარა ეცვა და შიშველი ფეხ-ბარკლები ამ უდაბურ ეკლოვან ტყეშიროგორც გზატკეცილზეეგრეთ ურიდებლად ნაბიჯობდა და ეკლის კბილებით დაბზარულ-გასისხლიანებული საღამოს თავის კელიაში რომ დაჯდებოდაიღებდა ეკლის კბილებს ხორციდანზემოხსენებულ ხის მასალებს იგი ყიდდ და ფულებს ურიგებდა გაჭირვებულ ხალხსაგრეთვე მრავალი სახლიც ააგო და აძლევდა იმ ღარიბ-ღატაკთრომელთაც არ ჰქონდათ თავშესაფარი სახლიკარგს ტაროსში იგი გარეთ მუშაობდახოლო საავდრო ხელთ-საქმარიც მოაწყო და ავდრიან დღეებში აკეთებდა საწიგნეებსანალოღიებსთლიდა კოვზებს და პატარა სკამებს და ყოველსავე ამას ურიგებდა უსასყიდლოდ იმათრომელთაც ესაჭიროებოდათზემოთა ვთქვირომ იგი ყოველ წელს რვაას ბათმან (ოთხას ფუთსსიმინდს მოიწევდა სხვების მოუხმარებლად თავის თოხითარავის უნახავსრომ ონისიფორეს სახნისი ეხმაროსმისი ხარ სახნისი მისი მკლავი და თოხი იყოსასიმინდე მისი აღვსილი და კარი-ღა იყო მრადისხალხისთვის განცხადებული ჰქონდა:
ღარიბნოაიღეთ რამდენიც გინდათსნამდის არ დაილევათქვენია,-საამხანაგოსულ თქვენთვის მიმიკუთვნია ჩემი ნაშრომიტალანტი მაძევს და უნდა განვაგო.
მიჰქონდათ მშიერ საწყლებს ცოლ-შვილის გამოსაზრდელადთუმცა ზოგი ბოროტად ხმარობდა ონისიფორეს ამ გვარ თვისებასმაგრამ ონისიფორეს დღედ სიკვდილამდის ეგზებოდა სიყვარული ღარიბ-ღატაკი ძმისა და მას სწირავდა თავის დაუღალავად მშრომელ მკლავსერთხელღამითსამი კაცი მოვიდა ქურდულად ონისიფორეს სიმინდის საუნჯესთანრადგან რცხვენოდათ თხოვნა გინა წაღება სიმინდისაროცა მათ გავსეს სამივე ტომრებიგაიგო ონისიფორემ და შორიდან დაუწყო ყურებამოიკიდეს ტომრები და გაემართნენერთ მათგანსმოხუცებულს გაუჭირდა ზიდვა და ძლივს მიჰქონდაროცა მიაღწია ეზოს კარსცოტა მაღლა იყო გადასავალი და ვერ შეძლო ამ მოხუცმა გადაზიდვა ტომრისასხვები წინ წასული იყვნენრა ნახა ონისიფორემ გაჭივრება მოხუცისაშეეცოდაწყნარად მიეპარახელი ამოსდო ტომარას და ქურდს არ შეუტყვიაისე აღუსუბუქა გადატანაროცა გადაზიდა ტომარადაილაპარაკა საწყალმა მოხუცმაოჰოჩემი ცოლ-შვილი გამოვაძღეოდა წავიდა ტომრიანად.
სადაც ონისიფორეს საჯვარე ჰქონდა აღმართულიიქ გადიოდა მუშების გზა და ხშირად მარილიან ჭადს გამოაცხობდა ონისიფორე  და დასდებდა იქ მგზავრთათვისაგრეთვე იქვე ჭაც ამოთხარა მათთვის სასმელადმამა ონისიფორეს ჰქონდა ხის კასრი მორთული მხარზე მოსაკიდებლად და ხობის ბაზრობის დღეებში ზიდავდა წყაროს წყალს ხალხისათვისარვისგან არ იღებდა სამოწყალოს ყოვლადვეუხარშავი ლობიო (სად სცალოდა ლობიოს მოსახარშად!). ბოთლში წყალი ესხა და მარილს ჩაჰყრიდაეს იყო მისი საკმაზიიგი უფრო დედამიწაზე დაგებულ ჭილოფზე წვებოდახოლო სასთუმლად ხის ჯირკი ედვათუმცა საბან-ლეიბი და მუთაქა ჰქონდაგარნა იშვიათად ხმარობდაპატარა წისქვილი ჰქონდა მორთული და თავის ხელით ფქვავდა სიმინდსამის ყოვლის დამსწრე ვარრადგან პირველ ჩემი მორჩილობის დროს ერთი წელიწადი გავატარე მასთანამგვარ მკაცრ მოღვაწე ონისიფორესთანროგორც კამეჩთან პატარა მოზვერიეგრე ვჩანდი და მის შედარებასთან გული მწყდებოდარადგან მისებრ განწირვა არ შემეძლო თავისათუმცა კი მსუროდა.
 მამა ონისიფორემ იცოდა საღმრთო წერილის კითხვამაგრამ არავის უნახავს იგი ხმიანად მლოცველიხოლო მეროცა ვიყავ მასთან ერთად ლოცვის დროს ხმოვანებით მაკითხებდა ჟამნობასხოლო თვით მდუმრიად დავითნსა წაიკითხავდა ბაგეთა ოდენ მოძრაობით და დიდებასთან ალლილუიას კი ხმოვანად იტყოდადანარჩენი ღვაწლიმეტანიამარხვაცრემლი და გონების ლოცვა რა დავწერო აღნთებულ გულის პატრონის ქრისტეს მეგობარის ონისფორესირომელსაც ყოვლადვე დავიწყებული ჰქონდა ხორცის სიამოვნება და ფუფუნება.სულ სხვა იყო იგი საგარეოდარ მჩვენებელი მარხვისათითქო სალოსობდა საზოგადოებაშირომლითა ზოგიერთნიმის ჭეშმარიტების უცნობნიიტყოდნენუგუნური და სულელი კაციაოროცა გამოვიდოდა თავის კელიიდანმერე სადაც შეხვდებოდა სუფრაზე ჯდომაიგი მაძღვრივ მიიღებდა საზრდელსსვამდა ღვინოს საკმარისადიცინოდამხიარულობდა გარეგნადმაგრამ შინაგან გულის მოძრაობა მისი მაღალსულიერობისა ვერ იფარავდა თავს და ხანდისხან ძლივს შეიკავებდა იგი ცრემლებსასე რომ ვითომ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა და მიმოექანებოდარათა დაედუმებინა მოძრაობა გულის ცეცხლისა კაცთათვის დასაფარადსაზოგადოდ მამა ონისიფორეს არასოდეს ჩაუცვამს ძაძა და მაზარის მეტიმხოლოდ უკანასკნელ დღეებში სქემის შემოსვისა სახელმწიფო ხარჯისაგან არ გამოირიცხა თავირათა სხვას არ დასწოლოდა მისი ხვედრი და ყოველ წელს აძლევდა გადასახადსვიდრე ბოლო აღწერამდე კამელარიისა და მაშინ კი თვით საზოგადოებამ გამორიცხა იგი ძველ ათონში ყველა მის ტომ-ნათესავებისათვის საუკუნო მოსახსენებელი გაგზანა.
სურათი თავის სახისა არასოდეს აუღია ონისიფორესმხოლოდ მიცვალების მახლობელი დრო როცა დადგაჩვენ ვსთხოვეთვაიძულეთ და ამოვიყვანეთ მხატვარი და გადავაღებინეთ მისი სურათიერთი უდაბნოს ტანისამოსით და მეორე დიდი სქემით შემოსილი. 
მამა ონისიფორეს არავითარი საქვეყნო ფორმის თავი არ ჰქონდაიგი იყო პირად-მთქმელიმამხილებელიპირუთვნელიუუფარისევლო და გარეგანი ფორმის და თავის შვენების სრულიად მტერი.ერთხელ სამეგრელოს მთავარმა გენერალ გრიგორ ლევანის ძე დადიანმა უბრძანა მღვდელმონაზონ ალექსანდრე (ჭანტურიასმორჩილობის დროსრათა მიეყვანა მასთან ონისიფორერადგან გაეგონა ამბავი მისი და სურდა ენახათუ ვითარი კაცი არს იგი. ალექსანდრემ აღუთქვა მოყვანამოვიდა ონისიფორესთან და უთხრა ეს სურვილი მთავრისათუმცა დიდად დაეზარა მამა ონისიფორეს ამ თხოვნის შესრულება და უარიც უთხრა ალექსანდრესრა ჩემი საქმეამთავართან წასვლაოგარნა ალექსანდრე არ მოეშვა და სახელი ქრისტესი აფიცა და დაითანხმა იგიონისიფორე გაჰყვა ალექსანდრეს და როცა მიაღწიეს მთავრის სასახლესთანმოახსენეს გრიგორსმან ბრძანა მისი შემოყვანაშეხედა მთავარმაშემოდის ონისიფორე ძაძაჩაცმული და ისიც დაბებკვილითავზედაც ტომრის ნაჭერი ქუდად შეკერილი ახურავსშესვლისთანავე ონისიფორემ სალოსურად მოახსენა მთავარს:
 -გამარჯვება გრიგორ დადიანსრა გნებავსრად მიხმეთ?
მთავარი ცოტათი შეოცდა უჩვეულო კადნიერებისათვისგარნა მიხვდარამეთუ ქვეყნის წესისა ზესთა არს კაცი ესე და უბრძანა დაჯდომაგარნა ონისიფორე არ დაჯდაარამედ მიმოვალს აქეთ-იქეთ და იხედება დიდებით მორთულ სახლებისაკენონისიფორემ კვალად გაიმეორა:
-რა გნებავსმთავარორად მიხმეთქვეყანა თქვენია და მე რად გესაჭიროებოდით საწყალი მონა ქრისტესისაბრალო გრიგორიაქ ძალიან დიდებულად ბრძანდებითმაგრამ იქ არ ვიცი!
მოახსენა ონისიფორემ კადნიერადსალოსურად და იქით-აქეთ გაიარ-გამოიარაწარდგა მთავრის წინ და უთხრა:
-კარგი ღვინო არ გაქვს მთავაროაბა ერთი დამალევინე.
მოუტანეს ღვინოჭამა ცოტა პურიცაღდგა მსწრაფლ და უთხრა მთავარს:
-ეცადესაბრალოვეცადერათა ზეცას არ დაიკარგოს შენი მთავრობა.
და გამოვიდა გარეთუნდოდაგრიგორს ფული ეჩუქებინაგარნა ვერაფრით შეაბრუნეს იგი და ვერცა ფული მიაღებინესისე გამოესწრაფა  იქიდამ.
საღმრთო მსჯელობაში  მამა ონისიფორეს ერთობ მაღალი გულისხმისყოფა ჰქონდაიგი ხშირად ატეხდა ჩემთან სხვადასხვა მაღალ საგნების შესახებ ბაასსსულიერ სიხარულის საზომამდე მისულ ონისიფორეს გონება ღვთივ-მეცნიერებით განათლებული ჰქონდა.მამა ონისიფორეს აქვნდა შინაგანი განსაცდელი მტრის მიერ ხორცთა აბორგებისაგარნა მიუხედავად შინაგან სასტიკ ბრძოლისაიგი მხნედ და სრულიად გულდაუღონებლად შეჰყურებდა მიწევნად საზომსა უნებლობისასაყოვლად სახიერმან ღმერთმან დააჯილდოვა ესრეთ თავგანწირული მოღვაწე ონისიფორე და შესრულდა რა ოცდაათი წელიწადი მარტომყოფობით მის ტყეში ცხოვრებისასა,აღიყვანა საზომსა დიდსა უვნებელობისასა.
1900 წელსყველიერის შვიდეულსმოვიდა ჩვეულებრივად ჩემთან და ვითარცა მოძღვრისაგან აიღო ჩემგან შენდობარათა სრულიად დიდ-მარხვა გაეტარებინა მარტო ჭადის მიღებით დღეში თითოჯერ მცირედდასასრულ დიდ-მარხვისასა მოვიდა ჩემთან და მიიღო წმიდა საიდუმლო თვით აღდგომას და შემდეგ განმიცხადა მისი საიდუმლო ზეგარდამო მოვლენა და საკვირველად შეცვლა თვისის მდგომარეობისაგანმიცხადარომ სრულიად რაღაც უჩვეულოდ ხედავს თავის თავს ყოვლადვე თავისუფალს ადამიანურ ვნება-სურვილებისაგანარა ისრეროგორათაც არის ჩვეულება მოღვაწეთა შორისდაწყნარებავნებათა ანუ სათნოებითი მადლების ძლევით მის შორისვე დაყუდებით მიწყნარებავითარცა სათნოების ძალით დაბმულიარაარამედ ყოვლადვე გვამი მისი განიწმიდა ვნებულ თვისებისაგან და იქმნა იგი ვნებულ თვისებისაგან და იქმნა იგი უვნებელ ტაძარ სულის წმიდისარომლის ასახსნელად მოგახსენოთთუ რასა მეტყოდა:
 -მამაო ალექსიკურთხეულ არს ღმერთირომელმან მე ესრეთ შემიბრალა და სიგლახაკე ჩემი აღამაღლარამეთუ გეტყვი ჭეშმარიტსამაღლდა გრძნობანი ჩემნი სრულიად სოფლისაგან და ვგონებრომ ვარ სამოთხესა შინა და ხორცნი ჩემნი ჩვეულებრივნი მქონანარა ვუწყირამეთუ მცირე წვლილიცა არა რა ბუდობს არსებასა შინა ჩემსა მოძრაობანი ბნელისანისრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობაახლა გულიგონება და სული გამოუთქმელ ნეტარებაშიააწ ისიც უნდა განგიცხადომოძღვარო რომ მე ვიქნები ორ წელ ცოცხალი.აღდგომიდგან მესამე აღდგომის ამაღლებამდე.ესე რა მესმა მისგან ვკითხეთუ როგორ უწყის ესემაშინ მომიყვა და მითხრა:-პირველად მესმა ხმა ზეცით გამომეტყველიმოვედით ჩემთან კურთხეულნო მამისა ჩემისანოდა მყისვე ავიხედე და ვიხილე ღრუბელსა ზემო მჯდომარე ჯვარ გადმოსახვით მაცხოვარი.მეორევევედრებოდი რამდენიმე დღე მაცხოვარსრათა მეცნათუ როდის არს განსვლა ჩემი ხრცთაგან და ან ვისთან მაქვსსაუკუნე სავანეობაერთ ღამესვითარცა პირისაგან კაცისამესმა სიტყვაწმინდა მამების პირველ საყოფელში ხარ და მესამე აღდგომის ამაღლებამდე დარჩები სოფლად.ცოტა შეუძლოდ ვიყავ და ლოგინზე ვიწექიღრმა ფიქრებში ჩავარდნილიუეცრად სინათლემ მომიცვაისეთმა სინათლემრომელმაც მზის სინათლე შეცვალა და თვალითაც ვიხილე ხატის ზემო ყურეში ალებრივ ნათლის მღელვარებარომელიც სამ დღე და ღამე განუშორებლად ბრწყინავდა გამოუთქმელ ელვარებითამ სამ დღეს სრულიად არ დავნძრეულვარ ლოგინიდან და არცა რა შემიტყვია კაცობრივიისე გატაცებულიგამოუთქმელი სიხარულით შევყურებდი ამ ნათელს.
 აწ ვთქვათ მიცვალების შესახებ სმენილი ხმავითარ ჭეშმარიტებით აღსრულდა იგიმოიწია რა მესამე აღდგომის ჟამიონისიფორე მძიმე ავათ გახდა და გადავწყვიტეთ მისი წამოყვანა უდაბნოდანრომლის სამსახური და მოვლავიდრე აღსასრულამდეისურვა მისმა მეგობარმა წინამძღვარმა ათანასიამ და გვთხოვა მის მონასტერში ხარ-ურმით აგვეყვანაჩვენმა თანამოძმე მამა ისე  (შელიამწამოიყვანა იგი უდაბნოდან და აღიყვანა თეკლათის დედათა მონასტერში ურმითდები მონასტრისა და წინამძღვარი ათანასია ემსახურებოდნენ დიდის სიხარულით. ამაღლების მესამე დღეს განისვენა ყოვლად განწმენდელმა დიდ სქემით შემოსილმა მამა ონისიფორემგვამი მისი შესანიშნავად გაბრწყინდა ერწმუნეთმსმენელნოჭეშმარიტებასმოწამე არიან ერთობ კრებულნიდანი მონასტრისანი და სხვანი დამსწრენიც მის წმინდა გვამის საუცხოვოდ განშვენებისაასე რომ არ შეგვეძლო ადვილად მოშორებოდა მის მზერასოთხი დღე მაისის ბოლო სიცხეში ესვენა და იქ მყოფთ ყოვლადვე სურნელება ტკბილი და საამო ეყნოსებოდათდაასაფლავეს ყოვლად ნეტარი მამა ონისიფორე 1903 წელს მაისის 24-საუკუნო ნეტარებით იყოს ხსენება მისი სუფევასა შინა ღვთისასაამინ. აღვწერე ცხოვრება ესე მოძღვარმან მისმან მღვდელმონაზონმა ალექსიმ. 1905.
წყარო:
1. წმინდა ალექსი (შუშანია)-ცხოვრება ღირსისა მამისა სქემ-მონაზონ ონისიფორე მარტო მყოფ მეუდაბნოელისა.
2.       karibche.ambebi.ge