20 სექტემბერს, ქალაქ ხობში სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა პირველობამ მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, თვითმმართველობის, პოლიციის, და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გუნდები მონაწილეობენ. ფინალური მატჩები 24 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
Facebook