ხობის მუნიციპალიტეტში ლოკოკინას ფერმა ფუნქციონირებს (video)


ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა ,,ნადი გრუპისახელმწიფოს დახმარებით, ,,ერთიანი აგროპროექტისფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მიიღო.
 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიაშვილმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ ლოკოკინების ფერმა დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.
   ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას  ხორცს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე გადის, ძირითადად იტალიაში. იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გატანაც. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
  სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტისფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო ფუნქციონირებს.  სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ,,ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას.















ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
მათივე ცნობით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივია დასაქმებული.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.primetime.ge/news
ხობიდან იტალიაში წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცი ექსპორტზე გავა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგრო პროექტის“ ფარგლებში აშენდა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგრო კრედიტით მიიღო.
ფერმის დირექტორი მერაბ ნადარაია „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ფერმის გაშენება ორი წლის წინ გადაწყვიტა.
„ჩემს მშობლიურ სოფელ ხიბულაში გაშენებული მაქვს 100 ჰექტარზე თხილის პლანტაცია და გადავწყვიტე პარალელურად 6 ჰექტრაზე ლოკოკინები მომეშენებინა. ვთანამშრომლობთ იტალიაში ქალაქ ჩერასკოს ინსტიტუტთან, რომელიც ტურინთან ახლოს მდებარეობს. სწორედ მათი სპეციალისტების დახმარებით მოვაშენე ლოკოკინები. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ლოკოკინების პირველი პარტია იტალიაში ექსპორტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გავა. ასევე გვყავს იტალიელი პარტნიორი - „მოლუსკების ინსტიტუტი“, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ.
ჩვენი ფერმა ამიერკავკასიაში იმითაა უნიკალური, რომ გაშენებულია ღია ცის ქვეშ და ბუნებრივ პირობებში მოშენებული ლოკოკინა უფრო ძვირადღირებულია“,- გვითხრა ნადარაიამ.

მისივე თქმით,საერთაშორისო ბაზარი შეისწავლეს და ნახეს, რომ მოლუსკებზე მოთხოვნა მზარდია.
„მოთხოვნის 40% დაუკმაყოფილებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმის გაკეთება და არჩევანი ლოკოკინებზე შევაჩერეთ. წლიურად 50 ტონამდე ხორცის წარმოება შეუძლია ჩვენს ფერმას. საექსპორტო ფასი, რაზეც პარტნიორთან შეთანხმებულები ვართ, 1 კილოგრამზე 3 ევროა“, - ამბობს ნადარაია.

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ლოკოკინების ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
ავტორი: თეა შონია