მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების სისტემა დაინერგება



➡ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება
➡პირველ სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომელმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი ელექტრონული სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
➡შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ
➡ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას
➡აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და ბიზნესს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.