ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებით.
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ხობის მოსახლეობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით ისარგებლებს.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე 645888 ლარი დაიხარჯება და ხობის მუნიციპალიტეტს მოსახლეობას კეთილმოწყობილი ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.