ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ,,მედია ფონდის’’
ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თემაზე - ,,საბჭოთა რეპრესიები
სამეგრელოში’’ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა-დისკუსიას ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია უძღვებოდა.
მომხსენებელმა მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ბოლშევიკებთან მებრძოლ და რეპრესირებულ,
ხობში მოღვაწე საერო და სასულიერო პირებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო
კვიკვინია და „კულტურუ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი“ ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია
ესწრებოდნენ.