ხობის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა

✔ხამისკურის, საჯიჯაოს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა
✔კეთილმოწყობილი ამბულატორიები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ დაათვალიერეს
✔პროექტების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 115 685 ლარი შეადგინა ✔სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა
 ✔მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს კეთილმოწყობილ ამბულატორიებში მიიღოს სამედიცინო დახმარება.


წყარო:ხობის მუნიციპალიტეტის მერია