შეჯიბრებაში „თვითმმართველობის“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების“, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პოლიციის გუნდები მონაწილეობდნენ.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების“ გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი „თვითმმართველობამ“ დაიკავა.
ღონისძიებას რამაზ კიტიას ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.
წყარო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია