„ევროპის
სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის
ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური
აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActiveდა მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.

“ევროპის სპორტის კვირეულს“ უერთდება ხობის მუნიციპალიტეტიც. 23-29 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
23 სექტემბერი, 16:00 - კვირეულის გახსნა
23-27 სექტემბერი,
16:30 - ჭადრაკი (კულტურის სახლი)
23-25 სექტემბერი,
16:30 - მაგიდის ჩოგბურთი (კულტურის სახლის
ფოიე)
26-29 სექტემბერი, 11:00 - ნარდი (კულტურის სახლის ფოიე)
28 სექტემბერი,
12:00 – ქართული ჭიდაობა (ქვემო ქვალონის სპორტული დარბაზი)
29 სექტემბერი,12:00
- მკლავჭიდი (კულტურის სახლის ფოიე)
30 სექტემბერი - 15:00
- კვირეულის დახურვა (დაჯილდოების ცერემონიალი)