ხობის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხით 10 პროექტი განხორციელდა.
ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2, საჯიჯაოს N1, თორსა-დღვაბის, პირველი მაისის, შუა ხორგის, ნოჯიხევის N2, საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლებში მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული სველი წერტილები; სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ახალსოფლის სკოლაში. ხოლო, ხობის N2 სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზი.
სკოლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 530 000 ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებული პროექტები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.