ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასოციაცია „ჰერა-XXI“-ს პროგრამების კოორდინატორმა, ტრენერმა სალომე იობაძემ ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე გენდერული თანასწორობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთლობის, უფლებების მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა არსებული საკითხების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას და ამ საჭიროებებზე ორიენტირებული ინტერვენციების დაგეგმვას. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, აპარატის უფროსი ლელა შამათავა, მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკურის“ თავმჯდომარე გვანცა კიკალეიშვილი ესწრებოდნენ.