ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას მილოცვა

ახალგაზრდებო გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ვულოცავ თქვენს მშობლებს და მასწავლებლებს.
თქვენ განათლების მიღების, პროფესიული განვითარების და გამოცდილებების შეძენის უმნიშვნელოვანეს ეტაპს შეუდექით.
სტუდენტობა ეს არის გამორჩეული და განსაკუთრებული პერიოდი ცოდნისა და განათლების მისაღებად.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობის წლებს.
გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი