ხობის
მუნიციპალიტეტის ქარიატის, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული
და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო
სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ
ჯობავამ დაათვალიერეს.
ზემო
ქვალონში 4.4 - კილომეტრიანი და საჯიჯაო-ახალი ხიბულის
დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (სამუშაოები
ორ ეტაპად განხორციელდება). ხოლო, ევროპის საინვესტიციო ბანკის
დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი
7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6487000 ლარს შეადგენს.