პროექტი „გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი“


ობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტიგლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი გააცნეს.
  პროექტი მცირე მასშტაბის სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერის გზით, სამიზნე ადმინისტრაციულ ერთეულებში (პირველი მაისი, თორსა-დღვაბა და ხამისკური) თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და კლიმატის ცვლილებებთან (შერბილება და ადაპტაცია) დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
  ცენტრი აღნიშნულ პროექტს გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს.
  შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერიის, საკრებულოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციათოლისკურის და ეკო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.