მერი საჯიჯაოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო საჯიჯაოს N1 და N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს
ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო
ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული
სველი წერტილები მოწყობაზე 71875, ხოლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 31264 ლარამდე დაიხარჯება
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა