ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი
მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის
წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები,
„ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი
და განათება.
ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.
პარკის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სახლში
მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხოლო დიდ დარბაზში ფოლკლორული
ანსამბლების, ჯგუფ „1/4“ და ლინდა ადამიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაიაა.
ვიდეოს პირველი ნაწილი
ვიდეოს მეორე ნაწილი
ხობის ცენტრალური პარკი ოფიციალურად გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კულტურის სახლის დიდ დარბაზში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, მაჟორიტარმა დაჩი ბერაიამ ხობელებს, ქალაქის შუაგულის გალამაზების I ეტაპის დასრულება მიულოცა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. პარკში გასეირნება სოციუმის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლება. ტერიტორია ადაპტირებულია როგორც ეტლით მოსარგებლისთვის, ასევე უსინათლოსთვისაც. მაჟორიტარმა ხობელებს განუმარტა, რომ ხობის ცენტრის განვითარების II ეტაპის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება. III ეტაპი მოცულობითი და თანხობრივადაც ყველაზე მასშტაბურია. ის მოიცავს მერიის შენობიდან ხიდამდე და ხიდიდან სტადიონამდე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას. დაჩი ბერაიამ დამსწრე საზოგადოებასთან გააჟღერა ინიციატივა ხობისთვის საერო, საჯარო დღესასწაულის დაწესების შესახებ. "ვთხოვ, დარგის სპეციალისტებს, მოსახლეობას, აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას! ყველანი ჩავერთოთ, ვიფიქროთ სახელზე, ფესტივალის ფორმატზე და ყოველწლიურად ერთად ვიზეიმოთ ხობის დღეობა"- აღნიშნა მან.
ხობელებს სიტყვით მიმართეს და ეს დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა და პარლამენტის წევრმა გიგა ბუკიამ, ხობის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ. შეძახილებით და შემართებით #მემიყვარსხობი საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
პარკის ფოტოები გახსნამდე
'
პარკი ღამით
გახსნიდან პირველ დილას