სკოლამდელი გაერთიანების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ


2018 წლის ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ს.ს.ი.პ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის შესაბამისად. 

ტრენინგ - მოდული წარმატებით გაიარეს ა(ა) იპ.,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებმა/მეთოდისტებმა: ნატო ცხადაიამ, ეთერ ნადარაიამ, მარინა იზორიამ, მაია ნაჭყებიამ,ნინო ლაშხიამ და გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნონა შამათავამ.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა,ქალბატონმა ეკა ხასიამ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.