ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


➡ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
➡სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა არხი
➡სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
➡პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 170402 ლარია
➡გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო
➡პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.