კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (video)


17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.  ტურნირში  ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ქობულეთის გუნდები მონაწილებდნენ.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა. ახალსოფლელებმა ფინალში ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, პენალტების სერიაში 5-4 დაამარცხეს და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლნენ.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.













































კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში, 2004 წელს, სამაჩაბლოს მოვლენების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი ჩატარდა. მატჩი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭალადიდსა და ახალსოფლის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც ახალსოფლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები უწყების ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ გადასცა. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადისა და ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გუნდები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და სტუმრებმა, პატივი მიაგეს დაღუპული გმირის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. ტურნირის ფინალს და გუნდების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, პარლამენტის წევრები; ირაკლი (დაჩი) ბერაია, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, გიგა ბუკია, ირაკლი ხახუბია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს წარმომადგენლები, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლის მოადგილე, ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე აკაკი ვაშაკიძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, კობა შუბითიძის ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივი მოქალაქეები. კობა შუბითიძე სოფელ საგვიჩიოში დაიბადა. იგი წარმატებული სამხედრო პირი იყო. 2004 წლის 6-დან 17 აგვისტომდე, სამაჩაბლოს მოვლენების დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. 17 აგვისტოს ღამის პირველ საათზე, წვერიახოზე ერთ-ერთი შეტევის დროს დაიღუპა. კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი მისმა თანაკლასელებმა და სოფელ საგვიჩიოს გამგებელმა, 2010 წელს დააწესეს და ყოველწლიურად იმართება.