ხამისკურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 15509 ლარს შეადგენს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება. ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული, 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.