ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი მამაკაცი გარდაიცვალა


მამაკაცი, რომელიც ხობის სოფელ ქვემო ქვალონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ის დაზიანებები, რაც პაციენტს აღენიშნებოდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო კლინიკაში შემოყვანისას. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას განმარტებით, მამაკაცს ოპერაცია ცაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში 58 წლის მამაკაცი ადგილობრივმა გუშინ, 16 ივლისს იპოვა, რომელიც ამ ბაღის წინ ცხოვრობს. მას თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.