ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ (EDEC), ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა შშმ პირთა ინტეგრაციის და რეაბილიტაციის თემაზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოში ახორციელებენ: „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE).