✔პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 20124 ლარს შეადგენს
✔ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, მარინე ლაგვილავასთან ერთად გაეცნო
✔სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება
✔იცვლება კარ-ფანჯრები, მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდება ჭერი, იატაკი და კედლები
✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.