მწერალი და მთარგმნელი პოლიო აბრამია დაიბადა 1899 წლის 28 აგვისტოს ხობისრაიონის სოფელ ხორგაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიის ფაკულტეტზე.1923-1932წწ. იყო ჟურნალ "რემედასის" რედაქტორისმოადგილე; 1932-1933წწ. გაზეთ "კინომუშაკის" რედაქციის მდივანი; 1934 წელსჟურნალ "ავტოდორის" მდივანი; 1934-1936წწ. გაზეთ "მუშას" კორესპონდენტი; 1938წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი; 1942 წელს გაზეთების"სამხრეთის ფრონტის" და "სამშობლოს ღირსებისათვის" რედაქტორი; 1945-1947წწ.ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში განყოფილების გამგე; 1947-1949წწ. გაზეთ"კომუნისტის" რედაქციის მთარგმნელი; 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსიპ. ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში"; სხვადასხვა დროსნათარგმნი აქვს პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები.
პოლიო აბრამიას ლიტერატურული ფსევდონიმებია: გაიდე, ლაზი, მეგრელი, პ.კოლხი, პ. ოდიშელი, პ.ა; ქახსინ, ხორგელი.
პ. აბრამია მეგობრობდა ქართველ მწერლებთან, მათ შორის გალაკტიონთანაც.პოლიო ავადმყოფობის გამო ვერ დასწრებია გალაკტიონის 50 წლისთავისადმიმიძღვნილ ღონისძიებას...
ძვირფასო გალაქტიონ!
სულითა და გულით გილოცავ დაბადებიდან 50 წლისთავს. იყავი სულ კარგად, მარად მებრძოლი, ჭაბუკი მეფე მსოფლიო პოეტებისა.
ჩემო გალაქტიონ, მძიმე ავადმყოფობის გამო მე ვერ დავესწრები შენს დღესასწაულს.. ძალიან ვწუხვარ, ძალიან... ჩემს გოგონას სათხოვარი აქვს შენთან და ვერ გაუბედნია. კავშირიდან მხოლოდ ერთი ბილეთი გამომიგზავნეს. ამით ჩემი ოჯახობა მოდის, თუ კიდევ ორ შესასვლელ ბილეთს მოახერხებ, სამაგიერო პატივისცემა ჩემზე იყოს. შენი პოეზიის მოტრფიალე ახალგაზრდობას უარს ნუ ეტყვი...
მარად შენი პოლიო.
მურმან ლებანიძე პოლიოზე: პოლიო აბრამიას კალამს ეკუთვნის ლექსები,მოთხრობები, საყმაწვილო ნაწერები და თარგმანები რუსული პროზიდან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე ფადეევის რომანი „ახალგაზრდაგვარდიას“ მისეული თარგმანი.
მრავალი წლის განმავლობაში სარეცელს მიჯაჭვული მწერალი დღესაც მშობლიური ლიტერატურის სიყვარულით ცოცხლობს და სულდგმულობს მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა კვლავ განაგრძობს მუშაობას და შემოქმედებითს ცხოვრებას.
პოლიო აბრამიას ლექსებისათვის ნიშანდობლივია ინტიმურობა, არა მაჟორულიშეძახილებით, არამედ ხმადაბლა უპრეტენზიოდ, გულითადად უმღერის იგი ყოველივეს, რაც მისთვის სიმღერის წყაროა.
შეკითხვა მთვარეს
მთვარევ, შენ უწყი უსასოო გოდება გულთა,
და საიდუმლო სიყვარულით დამწვარ-დაგულთა
მაგრამ ნუგეში არავისთვის არ მიგიცია!
მე სიყვარულზე არას გკითხავ, მთვარეო ჩემო.
გინდ წამში ასჯერ იტრიალო მიწის გარშემო ,
თუმცა ფიალა უკმარობის მეც დამიცლია !
მითხარი მხოლოდ : რად დამჩემდა გულის ფრიალი,
რად ვარ კოლხური კაკაჩია ღამის ტრფიალი?
ეს მთა მაღალი
ჩვენში მაღალ მთებს რა გამოლევს , ყველგან მთებია,
ისინი ხშირად მწვერვალებით ზეცას სწვდებიან,
და ჩვენც იმიტომ ვართ ყოველთვის მთებურად მყარი!
მთაწმინდა მაინც ყველა მთაზე უფრო დიდია,
ის ჩვენი ქვეყნის წარსულის და აწმყოს ხიდია,
თბილისის კართ საქრთველოს დარაჯად მდგარი !
დგას ლაჟვარდებში ატყორცნილი და აზიდული,
როგორც სამშობლოს უკვდავების მფეთქავი გული !
წყარო: ლევან ღვინჯილიას ბლოგი