ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებს და კლუბის ადმინისტრაციას კლუბის ახალი მწვრთნელი - პაატა ბუკია წარუდგინეს. მერმა და მერის მოადგილემ ახალ მწვრთნელს და „კოლხეთის“ ფეხბურთელებს თანადგომა აღუთქვეს და წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვეს. პაატა ბუკია ხობის „კოლხეთის“ მწვრთნელად მიმდინარე წლის 22 ივლისს დაინიშნა.